„ეს იყო იმის გაცხადება, რომ ის ელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს და ელოდება, როდის მიიწურება მისი საპრეზიდენტო ვადა,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არდაყენებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მზად იყო გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობისთვის, თუმცა მისი შეფასებით, პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, არაერთხელ ვთქვით, რომ ველოდებოდით მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და ამის შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძე.