20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტის ეს რეკომენდაცია შესრულდეს" - სამოქალაქო სექტორი ანტიკორუფციული სამსახურის სუს-დან გამოყოფის აუცილებლობაზე საუბრობს  

ევროპარლამენტის მოთხოვნას, რომელშიც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უშიშროების სამსახურის რეფორმას უნდა განახორციელოს, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.

დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ბრიუსელი თბილისს მოუწოდებს, სუს-დან ანტიკორუფციული სამსახური გამოყოს. 

საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნით მესამე სექტორი მას შემდეგ მიმართავს, რაც შს სამინისტროს გაყოფა მოხდა და ანტიკორუფციული სააგენტო სუსის დაქვემდებარებაში გადავიდა. 

არასამთავრობოების ეთანხმებიან რეზოლუციაში გამოთქმულ რისკებს, რომ შესაძლოა, უშიშროების სამსახურმა განუსაზღვრელი ძალაუფლება რეპრესიული პოლიტიკისთვის გამოიყენოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაცია შესრულდეს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანტიკორუფციული სამსახური სუს-ში არ უნდა იყოს. მაშინ, როცა შს სამინისტროს გაყოფა მოხდა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ანტიკორუფციული სააგენტო შეიყვანეს სუს-ში იმიტომ, რომ ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობა უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ამიტომ ყველა გამოძიება, რომელიც ეხება კორუფციას და განსაკუთრებით, თუკი ეს გამოძიება ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, უნდა იყოს გამჭვირვალე იმისთვის, რომ ეს საგამოძიებო ბერკეტები არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის," - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

დღის ამბები