11 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე - საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს მინისტრმა მიმართა

31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ეს დღე თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

ლევან იზორიამ ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღის ამბები