01 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს იმ თანამშრომელთა მხარდასაჭერი აქცია იგეგმება, რომლებიც შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

150-მდე თანამშრომელს უკვე აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაათავისუფლებენ.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ძველი შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი შეხვდეს თანამშრომლებს და განუმარტოს მათ, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა ხელმძღვანელობის ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.

„სოლიდარობას ვუცხადებთ 150-მდე თანამშრომელს, რომელთაც მიუვიდათ გაუგებარი შინაარსის შეთავაზებები. ბევრგან ეს შეთავაზება გულისხმობს ოპტიმიზაციას, რომელიც რეორგანიზაციის სახელით დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაგრამ სამართლებრივად ცოტა გაუგებარია,“ - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების წევრი, ლელა კურდღელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები