21 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ თანამშრომლებს სარჩელი შეაქვთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი იმ თანამშრომლებს შეაქვთ, რომლებიც შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ.

ისინი ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებულ ახალ შრომით ხელშეკრულებას ასაჩივრებენ. ხელშეკრულება 150-მდე ტექნიკური პერსონალის ჰონორარულ სისტემაზე გადაყვანას გულისხმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პროფკავშირისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობს. დღეს ისინი სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

„ამას შეიძლება პირდაპირ დავარქვათ მართვის კრიზისი. პირდაპირ მოთხოვნა გვაქვს რომ ინტენსიური გახდეს პროფკავშირისა და მენეჯმენტის შეხვედრები. სასამართლოში გადაინაცვლებს ის საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს თანამშრომლებთან შეთავაზების საკითხებს. იმედი მაქვს სასამართლო პროცესები ჩვენი თანამშრომლების სრული გამარჯვებით დაგვირგვინდება“-აცხადებს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

დღის ამბები