09 დეკემბერი 2024,   01:41
ვრცლად
რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი შიმშილობას განაგრძობს

რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი რეჟისორი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ოლეგ სენცოვი მაისიდან შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

მისი ნათესავები აცხადებენ, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ის საჭმელზე კვლავაც უარს ამბობს, რადგან საპატიმროში მისთვის შიმშილობა ბრძოლის ერთადერთ გზად რჩება.

ყირიმელი სენცოვი ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის გათავისუფლებას საერთაშორისო გაერთიანება დღემდე უშედეგოდ ითხოვს.  

დღის ამბები