26 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ანტონ აგაფონოვის ექსტრადირება რუსეთში - ბიზნესმენი მის დევნაში ФСБ-ს ადანაშაულებს

რუსი ბიზნესმენის, ანტონ აგაფონოვის ექსტრადირების შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება აგაფონოვის წინააღმდეგ მიიღო. ექსტრადირების პროცესის აღსრულება თეა წულუკიანის ხელმოწერის შემდეგ დაიწყება.

აგაფონოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში მას წამება ემუქრება. რუსეთის მოქალაქე, მის დევნაში ФСБ-ს ადანაშაულებს.

ანტონ აგაფონოვი საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს, თუმცა სამართალდამცველებმა ის 9 თვის წინ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მის საქმეში რუსი გენერალი ფიგურირებს, რომელიც მისი ბიზნესპარტნიორი იყო და ქვეყანა თავის დროზე სწორედ ამ ზეწოლის გამო დატოვა, ახლა კი ექსტრადირების შემთხვევაში მას შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურებისგან ანგარიშსწორება დაემუქროს.  

„ამჟამად რუსეთში არის ტოტალიტარული წყობა, რომელიც სრულად არის მორგებული ხელისუფლების ორგანოებზე და ადამიანებს იქ არანაირი უფლებები არ აქვთ. ცხადია, თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, შეიძლება ჩემ მიმართ განხორციელდეს არაადამიანური ქმედებები. ვთხოვ საქართველოს სახელმწიფოს, დამიცვას,“- განაცხადა ანტონ აგაფონოვმა.

აგაფონოვის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვტილების ევროსასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

პროკურორის თქმით, თუ უწყება დარწმუნდებოდა, რომ ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში მის მიმართ დევნის საფრთხე იარსებებდა, მაშინ პროკურატურა სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

დღის ამბები