ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც 21 დეკემბერს შეიქმნა, წინასაარჩევნო პროგრამაში, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა.
სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ცენტრისტები, რომლებიც ახალ მთავრობაში შევიდნენ, საზოგადოებას ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას დაპირდნენ, რომელიც "დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე, მშვიდობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირთან, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ნატო-სთან".
კოალიციურ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ "რეფერენდუმი ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ 2027 წლამდე ჩატარდება".