21 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა 

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება.

ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ. კითხვა სიმბოლურად 5-ჯერ შეწყდება. გატაცებული თვითმფრინავების ჩამოვარდნის და სავაჭრო ცენტრის შენობის ჩამონგრევის ზუსტ დროს მონაწილეები წუთიერი დუმილით შეხვდებიან.

2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც სავაჭრო ცენტრის და პენტაგონის შენობებს შეაჯახეს.

მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები