19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ჩვენ არ გვჭირდება ვარსკვლავბიჭუნებით, მესიებით მართული ქვეყანა - დავით უსუფაშვილი

„ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტებით, კანონით მართული სახელმწიფო და არა ვარსკვლავბიჭუნებით, გადამრჩენელებით, მესიებით მართული ქვეყანა,“- ეს განცხადება, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან კარგად და გააგრძელა ძალიან ცუდად და დაასრულა ძალიან ცუდად. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო დემოკრატიულად ვერ ვითარდება,“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

„მსოფლიო თავდაყირა“ - მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით დილიდან საერთაშორისო კონფერენცია იმართება, ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი თბილისშია.

დღის ამბები