საქართველოს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი, ქეთი მელუა ეწვია. კონცერტი თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უკვე მეათედ იმართება და ის 30 სექტემბრამდე გასტანს.
ქეთი მელუა და მისი ბენდი კონცერტზე მათ ალბომებში შესულ საუკეთესო ჰიტებს ქართველი მსმენელისთვის შეასრულებენ. კონცერტი ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე დღეს საღამოს შედგება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.