26 დეკემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"პროკურატურის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ" - შეხვედრა ადამიანის უფლების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში 

"პროკურატურის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ" - ამ სახელწოდებით ადამიანის უფლების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა.

საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და პოლიტიკური მონაწილეებისგან დაცლილი საპროკურორო საბჭოს შექმნას. 

შეხვედრაზე საუბარი იყო პროკურატურის რეფორმაზე, რომელიც შემდგომში საზოგადოების ნდობას გაზრდის.

„ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ კონსტიტუციური რეფორმის პროცესთან შესაბამისობაში მოხდეს საპროკურორო საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება. პირველ რიგში, ამ რეფორმის მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური დეპოლიტიზირება სისტემის. ვფიქრობთ, რომ საპროკურორო საბჭოში აღარ უნდა იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკური ფიგურები, როგორც ეს აქამდე იყო,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

„პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანო იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალიან სერიოზული სიახლის წინაშე გვაყენებს ჩვენ, ყველას იმიტომ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამ დამოუკიდებლობის პირობებში გარკვეული ანგარიშვალდებულება პროკურატურის საპარლამენტო ორგანოსთან,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები