19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
პროტესტი ზეიმის ნაცვლად - პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილიდან უკიდურესად დაიძაბა

პროტესტი ზეიმის ნაცვლად - პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილიდან უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.

პანკისობა 2018-ის ჩაშლის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტესტი გახდა.

ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია ზეიმის თმირლან მაჩალიკაშვილის საფლავიდან რამდენიმე მეტრში გამართვა. პანკისელების მოთხოვნით, დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

ადგილობრივები მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვენ.

ვითარება კი ადგილზე განსაკუთრებულად მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფელ დუისში აქციაზე შეკრებილ ადგილობრივებს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ქალი და ბავშვი დაშავდა. ინციდენტმა პანიკა და არეულობა გამოიწვია.

პანკისობის დღესასწაულის ნაცვლად, ადგილობრივები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

დღის ამბები