17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
"SoS მოწამლული ჰაერი" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს

SoS მოწამლული ჰაერი - ამ სახელწოდებით აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს.

მოქალაქეები დედაქალაქში ჰაერის დასუფთავების მიზნით ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ტექდათვალიერების ნორმების აღსრულებას, მბოლავი ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლებას, მშენებლობების შეფუთვას, მწვანე საფარის დაცვას და გაფართოებას მოითხოვენ.

ორგანიზატორებმა უკვე შეადგინეს სუფთა გარემოს სამოქალაქო დეკლარაცია, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ.

დღის ამბები