21 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
მიზანმიმართული ინტოქსიკაცია თუ ავადმყოფობა - ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადვოკატები უცხოელ სპეციალისტებს გადაუგზავნიან

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ადვოკატები ინფორმაციას უცხოელ სპეციალისტებს გადაუგზავნიან. დიაგნოზს უკვე სწავლობენ ქართველი ექიმები. სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი,  ეს არის პატიმრის ინტოქსიკაცია თუ მხოლოდ ავადმყოფობა.

ყოფილი შსს და პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში დღითიდღე უარესდება. იმდენად, რომ მისი ადვოკატი და ექიმები მოწამვლაზე ალაპარაკდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ პენიტენციურ სამსახურში, სადაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უფრო კონკრეტულ განცხადებას კი სამსახური დღეს გაავრცელებს.

დღესვე განცხადების გაკეთებას გეგმავს მერაბიშვილის ადვოკატიც, მას შემდეგ რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკანში მოინახულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები