ხმაური „ქართული ოცნების“ ოფისთან - სამოქალაქო აქტივისტებმა მმართველი პარტიის შეხვედრის პარალელურად პარტიის შენობასთან აქცია გამართეს. "მოღალატე" - ამ შეძახილით მივიდნენ ახალგაზრდების "ქართული ოცნების" ოფისთან.
ისინი მმართველი გუნდის წევრებისგან მოითხოვენ, პასუხი გასცენ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ჩანაწერების გავრცელებისა და „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის სკანდალური განცხადებების შემდეგ გაჩნდა.
მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.
დილიდან, მმართველი გუნდის ოფისთან სამართალდამცველთა რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. შენობაში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობდა, რის შემდეგაც საგანგებო განცხადება გაკეთდა.