17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ასე მუშაობს დემოკრატია

გიორგი გამსახურდია ეხმაურება სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, მისთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ცესკოში მოხდა.

გამსახურდია ეთანხმება ლევან იოსელიანს და აცხადებს, რომ ეს არის "ქართული ე.წ. ოპოზიციის ენა და სახე" და მათ შავ ლაქას უწოდებს ქართულ პოლიტიკაში.

"არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი,თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ასე მუშაობს დემოკრატია", - წერს გიორგი გამსახურდია.

დღის ამბები