17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისისკენ მიმავალ ზაზა სარალიძეს გზა პოლიციამ გადაუკეტა

"ქართული ოცნების" ოფისისკენ მიმავალ ზაზა სარალიძეს გზა პოლიციამ გადაუკეტა.

პარტიის ცენტრალურ ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებიან, ზაზა სარალიძე ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა ის ოფისთან სამართალდამცველებმა არ მიუშვეს. 

სამართალდამცველები ამბობენ, რომ შიგნით "ღონისძიება მიმსინარეობს", რომელიც დახურულია.

სარალიძის თქმით, მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი სურს.

„მინდა ქალბატონ სალომეს ვთხოვო დამხარება თავის მხარდამჭერებთან ერთად და რატომ მიკრძალავენ?.. კახი კალაძეს რამდენი შვილი ჰყავს? 4 შვილის მამას ტვინი არ აქვს თავში? მაგან განცხადება უნდა გააკეთოს და განმარტება, მოვედი მაგასთან პირადად, რომ მეთხოვა დახმარება... რა „ენმ“-ს, რა „ლეიბორისტების“, რა „გირჩის“, რა „ოცნების“ ისა? მოვედი "ოცნებასთან" დასახმარებლად, რატომ არ მიშვებენ?“ - განაცხადა სარალიძემ.

დღის ამბები