17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ყიფიანი გამუდმებით რეკავდა სადღაც, როდესაც "ომეგას" თანამშრომლებმა ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ რეკავს გახარიასთან და ფარცხალაძესთან - ჩხეიძე 

თანხა, რომელიც TBC ბანკმა ზეწოლის შედეგად გასცა ყველა კანონის დარღვევით იქნა ბანკიდან გატანილი - ამის შესახებ განცხადება „ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა გააკეთა. ლევან აღდგომელაშვილმა ის დოკუმენტაციაც წარმოადგინა საიდანაც ირკვევა, რომ თანხის გაცემა ბანკიდან 22-23 აპრილს მოხდა, მაშინ, როდესაც ფირმის შესახებ დოკუმენტაცია ბანკს 28 აპრილს მიეწოდა.

„ეს ორი დოკუმენტი არის სალაროს გასავლის ორდერი. ერთ თარიღდება  2106 წლის 21 აპრილით ანუ ორი დღის შემდეგ კომპანიის რეგისტრაციიდან და მეორე არის 22 აპრილით ანუ მომდევნო დღეს. პირველ დღეს  გატანილი არის მილიონი ამერიკული დოლარი ქეშის სახით. მეორე  დღეს ანუ 22 აპრილს  781 ათასი ამერიკული დოლარი.  ფირმის ანგარიშის გახსნიდან 90 დღეს განმავლობაში განხორციელებული ყველა ტრანზაქცია  ექვემდებარება განსაკუთრებულ  მონიტორინგს. კომპანიის წარმომავლობაზე, თანხის წარმომავლობაზე კომპანიის დამფუძნებლებზე  საიდან არის  თანხა წამოსული. ეს ყველაფერი ბანკმა უნდა გადაამოწმოს  და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ტრანზაქციის უფლება.  კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წარდგენილი არის მაისის შუა რიცხვებში,“-განაცხადა “ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია სჭირდებოდა ბანკს იმის დასადგენად თუ რეალურად ვინ დგას კომპანიის უკან. ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს რომ ეს დოკუმენტები გაცემულია 28 აპრილს, მაშინ, როცა საქართველოში თანხა გაიცა 22-23 აპრილს.  

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ბანკში ყოფნის დროს სპორტის ყოფილი მინისტრი გამუდმებით რეკავდა ტელეფონზე. მისი თანამშრომლების კითხვაზე თუ ვის უკავშირდებოდა ის, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ხაზზე იყო გიორგი გახარიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან.

„თიბისიში რაც მოხდა ბანკის კანონმდებლობის მიხედვით ყველაფერი იყო დარღვევა, რადგან ბანკს  არ ჰქონდა უფლება რომ ორი დღის გახსნილი ფირმისთვის ინკუბენსის გარეშე მიეცა რაიმე თანხა. ყიფიანი, რომ გამუდმებით რეკავდა სადღაც და სადღაც და როდესაც  ომეგას თანამშრომლებმა ჰკითხეს, რომ სად რეკავ, მან უპასუხა, რომ რეკავს გიორგი გახარიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან. და ეს თანხა წაღებული იქნა ავტომატიანი ადამიანების საშუალებით,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მან მოუწოდა ასევე მის კოლეგა დეპუტატებს, რომ ნუ გააკეთებენ კომენტარებს ისეთ თემაზე, რომელიც არ იციან და მით უმეტეს ნუ გადაეფარებიან პარტიას, როცა არ არიან ამ ყველაფერში ჩართული.  

„ჯობია, რომ ნაკლები აზრი გამოთქვან მე ასე ვფიქრობ და ძალიან ნუ გადაეფარებიან პარტიას.  მით უმეტეს ვინც ამ საქმეში ჩარეულები არ არიან.  რადგან ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამომჟღავნდება არაა საქართველოს პროკურატურაში, არამედ ლონდონის სასამართლოში,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.  

ზაზა ოქუაშვილმა განცხადება იმის შესახებ, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონი გამოსძალა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები