17 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ვანო მერაბიშვილი კლინიკაში რჩება

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღეს დილით ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ჰოსპიტალში დღის ბოლომდე დარჩება.

ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში „მედიკლაბ ჯორჯიაში“ იმყოფება. რა მიზეზით დასჭირდა პატიმრობაში მყოფ პრემიერს სამედიცინო ჩარევა ამ დროისთვის უცნობია, განმარტებების გაკეთებას მკურნალი ექიმი მოგვიანებით გეგმავს.

რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი ეჭვობენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ოჯახსა და უფლებადამცველებს რეალურ ინფორმაციას უმალავას.

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მათთვის არ გადაუციათ.

ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვია. იმედია სრულად გამოიკვლევენ და დიაგნოზს მაინც გვეტყვიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რომ, ისინი არიან უძლურები არ შეუძლიათ მერაბიშვილისთვის დიაგნოზის დასმა და მისი მკურნალობა“-ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

ყოფილ პრემიერს, როგორც ცნობილია, ჰორნერის სინდრომი აქვს. ვანო მერაბიშვილი ბოლო რამდენიმე დღეში საავადმყოფოში უკვე მეოთხედ გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, ამ დრომდე მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა გახდა ჰორნერის სინდრომის გამოწვევის მიზეზი. 

მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება  სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გაავრცელაუწყება განმარტავს, რომ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

დღის ამბები