17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ნაბოდვარი და ცილისწამება - ქართული მხარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით კრემლის ბრალდებებს პასუხობს

სპეკულაცია, ნაბოდვარი და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ -
ასეთია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პასუხი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალდებებზე, რომელშიც  კრემლმა  საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და მას აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. მისივე თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

"ჩვენ ნამდვილად არ გავცემდით პასუხს ონიშენკოსა და გიორგაძის  სპეკულაციებსა და პირდაპირ გეტყვით ნაბოდვარს, მაგრამ რადგან ეს თემა აიტაცა რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, იცით იყო პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, გუშინ პრესკონფერენცია თავდაცვის სამინისტროში და საკმაოდ ხალხმრავალი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ავღნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება არის მტკნარი სიცრუე. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში ის მიმართულია  ადამიანთა სხვადასხვა  ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისთვის,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძე რუსული მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ დოკუმენტაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საზოგადოების და განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

„ყველა ეს დოკუმენტი, რაც იქნა მოტანილი, ძალიან ბევრი მათ შორის წარმოადგენს ღია დოკუმენტს, არაფერი არ არის იქ საიდუმლო. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ეს დოკუმენტი ნახოთ ჩვენს სამინისტროს გვერდზეც, გარდა რამდენიმე პერსონალური მიმოწერისა, რომელიც ალბათ სხვადასხვა გზებით იქნა მოპოვებული,“-განაცადა ამირან გამყრელიძემ.

რუსული მხარის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეც. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია გადამდებ დაავადებათა ზუსტი დიაგნოზის დასმა რამდენიმე საათში და ამის მაგალითი თავად რუსეთსაც აქვს.

„ჩვენ სხვათაშორის ამ ზაფხულს რუსი ბავშვების ჯგუფი, რომ იყო აქ არავინ  არ ამბობს ამას, დიაგნოზი დავუსვით საათებში იმ ბავშვებს და ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს არის იშვიათი დაავადება ძალიან მძიმე და ის ბავშვები რომ გადარჩნენ, აი ამ ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა,“-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები