17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ექიმების ფული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში - მმართველ პარტიაში საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უკვირთ

საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების ექიმების მიერ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გაღებულმა თანხამ აჟიოტაჟი.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ყველა პარტია არსებობს შემოწირულობით. მისივე თქმით,  რადგან „ქართული ოცნება“ არ მონაწილეობს არჩევნებში საკუთარი კანდიდატით, პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ მის შემომწირველებს დახმარება გაეწიათ სალომე ზურაბიშვილისთვის. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილის ფონდში თანხა ირიცხება. მისივე განმარტებით, პრობლემა სულ სხვა რამეშია.

„პრობლემა მემგონი სხვა რამეა. პრობლემა არის ის, რა განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიების ხელმძღვანელებისგან. ე.წ. ჰარასმენთის განცდას მიჩენს მე კონკრეტულად  შემომწირველების და მხარდამჭერების მიმართ,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დაავალა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" კლინიკების მენეჯმენტს შემოწირულობის გაკეთება, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და პარტია არაფერ შუაშია.  

„ყველა კანდიდატს თავისი შენმომწირველი ჰყავს და ნებისმიერი ადამიანი ვინც შესწირავს ამა თუ იმ პარტიას, ვერანაირად  ვერ მოიხსენიება მასზე გავლენის მქონე ადამიანად. იგივე შემწირველები ჰყავს "ნაცმოძრაობას" და მეორე "ნაცმოძრაობას" და ამაში ვერაფერს დასაძრახს ვერ ვხედავ. პარტიის დავალება აქ რა შუაში შეიძლება იყოს, თუკი კახა კალაძემ გადაწყვიტა შეწირულობა გაეკეთებინა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული მილიონის ნაწილი ექიმებზე მოდის. პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედ პერსონალმა იზრუნა. რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს  6000- დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

პირადი საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ყულაბაში ჩაირიცხა, თუმცა ტელეკამერების წინ ექიმები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან შეწირეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები