26 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
მარიხუანა არ არის ის ნარკოტიკი, რომელმაც შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს - ფსიქიატრიის დოქტორი

მარიხუანა არ არის ის ნარკოტიკი, რომელმაც შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ფსიქიატრიის დოქტორი ნინო მენაღარიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მარიხუანას პირველივე მოხმარების შემთხვევაში ფსიქიკური დარღვევების განვითარების ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

„უნდა მოვიყვანო ევროპული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, პირველი მოხმარების შემთხვევაში, შანსი არის 40%, რომ განვითარდეს ფსიქიური დარღვევები. უნდა იყოს ინფორმირებული მომხმარებლებიც და საზოგადოებაც იმაში, რომ ეს არ არის ის ნარკოტიკი, რომელმაც შესაძლებელია უკვალოდ ჩაიაროს,“ - განაცხადა ფსიქიატრიის დოქტორმა, ნინო მენაღარიშვილმა.

დღის ამბები