ხმაური იყო გვიან ღამით ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე. ახალსოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ადგილობრივები თანასოფლელის დაღუპვის ფაქტს აპროტესტებდნენ და მომხდარში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებდნენ.
მოსახლეობის მტკიცებით, 60 წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებმა ალკოტესტის ჩატარების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა. მან პოლიციას მედიკამენტის შესაძენად აფთიაქში შესვლა სთხოვა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
ადგილობრივები სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაგვიანებით მისვლაზეც საუბრობენ.