ირაკლი კობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ მესამე სექტორის წარმომადგენლებს ფაშიზმის თანამონაწილეობაში დასდო ბრალი.
მშვენიერაძის განცხადებით, ხელისუფლება ნაცვლად მძიმე დანაშაულებების გამოძიებისა, მესამე სექტორს აკრიტიკებს. მისივე განცხადებით, სამწუხაროა, როცა კობახიძეს თავად არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა, რადგან ის ერთ-ერთია მმართველ გუნდში, რომელიც სისტემურად მხარს უჭერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს და არ ითვალისწინებს უმცირესობის პოზიციებს.
„ჩვენ ყოველთვის მკაცრი რეაქცია გვაქვს ამაზე და ასეთი რეაქცია გვქონდა სწორედ ბოლო პერიოდში გახმაურებულ სკანდალურ ფაქტებზე, რომელი ფაქტებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში და ადასტურებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ისჯებიან მძიმე დანაშაულებებისთვის და სამწუხაროდ ხელისუფლებას არ აქვს ამაზე ადეკვატური პასუხი. ადეკვატური პასუხი იქნებოდა პარლამენტარების მხრიდან ეფექტური გამოძიების ჩატარება, საგამოძიებო ორგანოების მიერ დამნაშავეები გამოკვეთა.
"ამის ნაცვლად პასუხი არის იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ბოლო ერთი კვირაა ხელისუფლებამ ამოიღო სამიზნეში. მთავარი აქცენტები გადმოდის იმაზე, რომ ჩვენ თითქოს ისეთ რამეს ვამბობ არასამთავრობო ორგანიზაცია სამწუხაროდ ირაკლი კობახიძეს არც ფაშიზმი ესმის სწორად და არც მისი მხარდამჭერები. ფაშიზმი ეფუძნებოდა იდეოლოგიას, სადაც უმრავლესობები წყვეტდნენ ყველაფერს, ისე რომ უმცირესობის ინტერესი არ იყო დაცული. ფაშიზმი იყო იდეოლოგია, სადაც უმრავლესობა რას წყვეტს ის არის მართალი. "ქართული ოცნების" გუნდში კი სწორედ მათ შორის ირაკლი კობახიძე იყო უმრავლესობის გადაწყვეტილების სისტემური მხარდამჭერი“-აცხადებს მშვენიერაძე.