საბრძოლო მასალა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საცავებიდან შავ ბაზარზე ხვდებოდა - თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ტყია-წამალი სანადირო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. საუბარია სკანდალზე, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო გაეხვა. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.
"კურიერის" ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა.
ლევან იზორია ამბობს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც თავდაცის უწყებამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
„S ტიპის იარაღი გამოიყენება მათ შორის სანადირო იარაღით, რომელსაც ის ფლობდა, ეს დაამტკიცა არა იზორიამ, არამედ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვფლობდით რა ოპერატიულ ინფორმაციას ვაკვირდებოდით და შემდგომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე მივიღეთ უტყუარი მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ნებართვა კონკრეტულ ჩხრეკაზე ასე რომ ამოვიღეთ, ის რაც იყო გატანილი. ჩვენ გამოვავლინეთ ჯერ რაც იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კონკრეტული ბრალეული პირები კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად უნდა გამოვლინდეს შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება,“-განაცხადა ლევან იზორიამ.