17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
თბილისის დეკლარაცია - საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს. მე-15 საიუბილეო ღონისძიება ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრმა გახსნა. შეხვედრას 38-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

თბილისში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეც. მინისტერიალზე სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ. იგეგმება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. დღესვე მინისტერიალის დასასრულს მონაწილეები თბილისის დეკლარაციას დაამტკიცებენ.

„1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა და მოიცვა ყველა მიმართულება. მათ შორის ბუნებრივია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო.

აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მხრიდან ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობა. დღის წესრიგში დააყენა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ძალადობის, რასიზმის,დისკრიმინაციის, დოპინგის, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცენდენტო დოკუმენტი საერთაშორისო დეკლარაცია.

თბილისის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და სპორტზე, ამასთან შემუშავდა საერთაშორისო რეზოლუციები სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები