26 დეკემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია - პაატა ბურჭულაძის საგანგებო განცხადება

ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია - ეს განცხადება საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გეგმავდა.

„საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო ყველას, არ მოტყუვდეთ არც ფონდით, მე თქვენთან არც ინტერვიუსთვის და არც სხვა რამისთვის არ ვაგზავნით, ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები,“-აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

მსოფლიო ბანი მოუწოდებს პროკურატურას, გააკეთოს განცხადება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.

ბურჭულაძე მოუწოდებს ასევე პრემიერს, რომ ვიდრე ფონდი სრულფასოვან ფუნქციონირებას აღადგენს, თავად დაეხმარონ იმ ოჯახებს, ვის დახმარებასაც „იავნანა" გეგმავდა.

„25 ოქტომბრიდან ფონდი "იავნანა" ჩაერთვება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის,“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.

დღის ამბები