17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ არ ისაუბრონ ქვეყანაში შესაძლო არეულობასა და დაპირისპირების საფრთხეებზე

ლარის რეკორდული გაუფასურება და ფასების ზრდის ახალი ტალღა ქვყენაში - ეროვნული ვალუტის დევალვაციას პროდუქტების გაძვირება მოჰყვა. ბენზინის გაძვირების შემდეგ ფასები იმატებს წამლებზე, ექსპერტები ფასები ზრდას ყველა იმ პროდუქტზე ელოდებიან, რომელიც უცხოეთიდან შემოდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის არის პოლიტიკური გზავნილებიც. გიორგი კეპულაძის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან კეთდება განცხადებები სამოქალაქო ომზე, ეს ქმნის პანიკას განსაკუთრებით ბიზნეს წრეებში. გიორგი კეპულაძის თქმით მეწარმეები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეიძინონ სასურველი ვალუტა, რაც იწვევს დოლარის დეფიციტს და შესაბამისად ლარი უფასურდება.

„პოლიტიკური გზავნილები ის, რაც ისმის ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა მოქმედებს ლარის კურსზე. შეიძლება ასე პირდაპირ არა, მაგრამ გარკვეული ზეგავლენა ამას აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ისაუბრონ აპოკალიპტურ სცენარებზე, სამოქალაქო ომებზე, რაღაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებზე, რადგან ეს უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობებზე. ასევე ბიზნესის განწყობაზე რაც თავისთავად მოქმედებს უარყოფითად ლარის გაცვლით კურსზე,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ჯიხურებში 2 ლარი და 72 თეთრია. სპეციალისტები ზამთრის სეზონთან ერთად ლარის უფრო მეტ გაუფასურებას პროგნოზირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები