04 მაისი 2024,   14:37
ვრცლად
"არამხოლოდ ადეკვატურად უნდა დასრულდეს გამოძიება, არამედ ადეკვატური მუხლებიც უნდა მიუყენონ“- "გამჭვირვალობა" ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს "საერთშორისო გამჭვირვალობა" საქართველო.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხულიგნობის მუხლით მიმდინარე გამოძიება შექმნილ ვითარებაში არაადეკვატურია და ის უნდა შეიცვალოს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული კონკრეტულ დარღვევებში დადანაშაულებული ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინციდენტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15 პირი მისცა, მათ შორის ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრები არიან.

„ხულიგნობის მუხლით არის აღძრული საქმე და გამოძიება ამ მუხლით მიმდინარეობს და შეიძლება იქ უფრო მძიმე მუხლებიც იკვეთებოდეს ხულიგნობა არ იყოს მარტო, ვიცით რომ პოლიტიკურ მოტივს ჰქონდა ადგილი და ვიცით რომ ჯგუფური თავდასხმა იყო, არამხოლოდ ადეკვატურად უნდა დასრულდეს გამოძიება არამედ ადეკვატური მუხლებიც უნდა მიუყენონ“-ამბობს ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები