23 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
რუსთავში "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

რუსთავში სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, 19 წლის პირმა პირველ ნოემბერს რუსთავში მდებარე ე. წ. სტამბული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ლურჯ მარკეტს ცეცხლი მოუკიდა.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ლურჯ მარკეტს ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები