19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"ადამიანს ეუბნებიან, დასველდი, გაცივდი, მოკვდი, მე ვარ უტიფარი ხელისუფლებაო" - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველო სამართალდამცველებს ზაზა სარალიძის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა, როცა ძლიერი წვიმის მიუხედავად, შვილმოკლულ მამას რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლისა და ცელოფნის გადაფარების უფლება არ მისცეს.

ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მისცენ.

დღეს, 16:00 საათზე, შვილმოკლული მამები კიდევ ერთი აქციისთვის ემზადებიან.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ჩვენი ქალაქის შუაგულში ადამიანს ეუბნებიან, დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა, მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება. ამ ფონზე საერთოდ რაზეა ლაპარაკი, რის ჩახუტებაზე, რის გამოსწორებაზე, რის გააზრებაზეა ლაპარაკი ამ ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები