26 ოქტომბერი 2020,   12:21
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმას ზრდის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმას ზრდის.

საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის აქამდე არსებული ჯარიმის ორჯერ, ზოგ შემთხვევაში კი სამჯერ მეტად გაზრდას ითვალისწინებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განმარტებით, არსებული გადასახადი იმდენად დაბალია, რომ ხალხი საზღვრის კვეთას არ ერიდება, გაზრდილი ჯარიმები კი კანონდამრღვევების რიცხვსაც შეამცირებს და ბიუჯეტის შემოსავალზეც დადებითად აისახება.

საოკუპაციო რეჟიმმა ახალი სტატისტიკაც გაასაჯაროვა. ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, პირველი იანვრიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 460-მა ადამიანმა დაარღვია.

დღის ამბები