20 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ელტონ ჯონის ცნობილი ჰიტის "შენი სიმღერას" ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდება

ელტონ ჯონის ცნობილი ჰიტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდება. საუბარია კომპოზიციაზე -შენი სიმღერა, რომელიც 1970 წელს ელტონ ჯონის მეგობარმა, ბერნი ტუპინმა, დაწერა და მომღერალს პირველი მსოფლიო აღიარება მოუტანა.

ლეგენდარული მუსიკოსი ამ სიმღერას დღემდე, თითქმის, ყველა კონცერტზე ასრულებს. ის ელტონ ჯონის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

ამ ჰიტს წლების განმავლობაში ლეგენდებად ქცეული მუსიკოსები ასრულებენ, მათ შორის ფრენკ სინატრა, პეტულა კლარკი, ელ ჯერო და ლედი გაგა.

ტუპინის ხელნაწერს ნიუ-იორკის აუქციონის სახლში 19 ნოემბერს გაიტანენ.

დღის ამბები