02 იანვარი 2025,   21:49
ვრცლად
ირანმა სამხედრო თვითმფრინავის მასობრივი წარმოება დაიწყო

ირანმა სანქციების განახლების პარალელურად სამხედრო თვითმფრინავის მასობრივი წარმოება დაიწყო.  

მეოთხე თაობის გამანადგურებელს, რომელიც თეირანმა პირველად აგვისტოში წარადგინა, მანევრირების გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს და ასევე, სხვადასხვა შეიარაღებით არის აღჭურვილი.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უმოკლეს ვადაში თვითმფრინავების საჭირო რაოდენობა ექნებათ და მათ ქვეყნის საჰაერო ძალები გამოიყენებენ.

შეერთებული შტატები თეირანის წინააღმდეგ სანქციებს სრულად 5 ნოემბრიდან აღადგენს, თუმცა, შეზღუდვები დროებით არ შეეხება იმ 8 ქვეყანას, რომლებიც ირანული ნავთობის იმპორტს ახდენენ.

დღის ამბები