უკრაინის საჰაერო ძალები ქვეყნის სამხრეთით მასშტაბურ წვრთნას გადიან. სწავლება, რომლის მიზანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაა, ანექსირებული ყირიმის მახლობლად, ხერსონის რეგიონში მიმდინარეობს.
მანევრების დროს სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების გამოყენებაში ივარჯიშეს.
წვრთნის მიმდინარეობას უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი დაესწრო. ალექსანდრე ტურჩინოვის შეფასებით, სამხედროებმა ყველა ამოცანა უმაღლეს დონეზე შეასრულეს.