გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, შეხვდა.
შეხვედრის დროს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას პირადი წყენა სამშობლოზე წინ არასდროს დაუყენებია.
„დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, ვაცნობიერებ, რომ დღეს ქვეყანას ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება,“ - აღნიშნა ოქრუაშვილმა შეხვედრის დროს.
გრიგოლ ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილს გულწრფელი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.