საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ოქტომბრის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღრიცხვაზე ჯერ კიდევ არ არიან, დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.