24 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
უკრაინისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

უკრაინისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ მოაწერეს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტმა და მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი განიხილეს.

პატრიარქმა ბართლომ ხელმოწერის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს დააჩქარებს და უკრაინელი მართლმადიდებელი ქრისტიანების გაერთიანებას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები