17 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
აფეთქება ქედაში - 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული თურქეთის სამივე მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ და დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა საქმეზე სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები