გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წყალტუბოში მოსახლეობას შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე სათავეში უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილი იქნება. მან განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ადამიანების უფლებების და საკუთრების განუხრელი დაცვა, მრავალპარტიული ხელისუფლება და ეკონომიკური რეფორმები სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
„ხალხის დამსახურება არის, რომ ხელისუფლებამ მიიღო ერთი სილა პირველი ტურის შემდეგ იმიტომ, რომ არ შეასრულა არც ერთი თავისი ვალდებულება, არც დაპირება და აუცილებლად წააგებს მეორე ტურს იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე არის განრისხებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფოს მართვა საკუთარ ხელში აიღოს. ამას ემსახურება გაერთიანებული ოპოზიცია და აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.