„ქართული ოცნების“ უახლოესი გეგმები და სტრატეგია არჩევნების მეორე ტურამდე - "ქართული ოცნების" ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, ასევე თბილისის შტაბის წარმომადგენლები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ. "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც. ისინი მედიასთან არ გამოჩენილან.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის გლდანის რაიონის გამგებელი, რომელმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებს მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროს.
„თბილისი მეორე ტურს მოიგებს დამაჯერებლად. მოხდა ანალიზი განვლილი სიტუაციის, მოხდა მიმდინარე, წარსული და დაგეგმილი პროექტების ანალიზი. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, რომ ჩვენს მოსახლეობასთან უფრო მეტად მივიტანოთ აღნიშნული პროექტები და კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ თბილისი განახებთ ნამდვილად შედეგს, თუ როგორი იქნება მეორე ტური,“ - განაცხადა თბილისის გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.