ვერის აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნები "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააყალბა, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. მსახიობ ხათუნა ბოკუჩავას განცხადებით, მაშინ როდესაც 1995 წლიდან ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობაა", დროა ადგილი სხვა პოლიტიკოსებს დაუთმოს.
„მთელი საქართველო ვართ აღელვებულები და გვინდა სამართლიანობა. რაღაც ძალიან ბოგინობენ "ნაცმოძრაობა." გვემუქრებიან და ნამდვილად სიმშვიდე მინდა. 95 წლიდან დავიღალე "ნაციონალური მოძრაობის" ყურებით. 95 წლიდან არიან "ნაციონალური მოძრაობა" და ახლა სხვას რომ დაუთმონ ხომ შეიძლება. ახლა სხვა მოვიდეს. ქალბატონი სალომე გავიდა. ცოტა პროცენტით გავიდა თუ მეტი პროცენტით გავიდა გასული არის,“-განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ სწორედ ენმ-მ გააყალბა არჩევნები.
„ეს მაგათი ხელწერა არის, უმეტესი წილით,“-განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.