ქართული ოცნების მხარდამჭერი პრივილეგირებული ოჯახები კახეთში-ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვერხვისმინდორში მცხოვრები ათობით ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ჩაგვრაზე საუბრობს.
ისინი ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან დახმარება მხოლოდ რამდენიმემ მიიღო და ყველა მათგანი ქართული ოცნების მხარდამჭერია.
სეტყვამ და ქარიშხალმა სოფელში ათეულობით სახლის სახურავი დააზიანა. დაზარალებულების პრობლემებს იზიარებენ ოპოზიციაში და ადასტურებენ რომ გამგეობა დახმარებას მხოლოდ გარკვეულ პირებს უწევს.
როგორც ხალხის პრეტენზიებს, ასევე ოპოზიციის ბრალდებებს, არ იზიარებენ ლაგოდეხის მერიაში. პოლიტიკური ნიშნით ადგილობრივებისთვის დახმარების გაწევას უარყოფენ და საჩვენებლად კომისიის მიერ შედგენილი სია აქვთ. თუმცა, რატომ დატოვა დახმარების გარეშე ათობით გაჭირვებული ოჯახი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, პასუხი არავის აქვს.