რა ქონების დაგროვება შეძლო ოთარ ფარცხალაძემ ბოლო 5 წელიწადში - ამ თემაზე ვიდეორგოლი "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების პერიოდში ფარცხალაძეს თბილისში ორი ბინა ჰქონდა. დღეისთვის კი ფარცხალაძეების ოჯახის საკუთრებაში საერთო ჯამში 24 უძრავი ქონებაა. რაც შეეხება ბიზნეს საქმიანობასა და შემოსავლებს - არსებული მონაცემების მიხედვით, ფარცხალაძე მიზერულ თანხად ყიდულობდა სხვადასხვა კომპანიაში წილებს და მოგვიანებით გაცილებით დიდ ფასად ყიდდა. მათ შორის არის შპს „როიალ დეველოპმენტიც,“ რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საპარტნიორო ფონდთან ერთად სერიოზული პროექტის თანაინვესტორია. ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან 4 კომპანიაა დაკავშირებული.