17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომა - საქალაქო სასამართლო პროცესის ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე უარს ამბობს

ოთარ ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომა - რა ვითარებაში მოხდა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება, ამ დრომდე უცნობია.

მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ თავიდანვე გაჩნდა ეჭვი - დაესწრო თუ არა საერთოდ სასამართლოს ოთარ ფარცხალაძე.

„კურიერმა“ ინფორმაციის მიღება საქალაქო სასამართლოდან ოფიციალურად სცადა, თუმცა უშედეგოდ.

პირველ განცხადებაზე, როცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი მოითხოვა, სასამართლომ საპასუხოდ მოგვწერა, რომ ეს შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რისი გასაჯაროების უფლებაც არ აქვთ.

ამის შემდეგ „კურიერმა“ სასამართლოს 5 ნოემბრის პირველი და მეორე სართულების დერეფნების ჩანაწერები გამოითხოვა, რაზეც სამაუწყებლო კომპანიას ასევე წერილობითი უარი ეთქვა.

აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ სასამართლო და ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მხოლოდ ფორმალობა იყო და მას თავად ბრალდებული არ დასწრებია.

„ბუნებრივია აჩენს ეჭვს, რომ ეს იყო ერთგვარი შეთანხმება, შეთანხმებული მოქმედება სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული აღნიშნული პროცესის საჯაროობა და სხვა პირების დასწრება. როდესაც საუბარია კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა ბატონი ფარცხალაძე სასამართლოში და ესწრებოდა თუ არა სხდომას, ამის უარყოფა ძალიან მარტივად შეუძლია სასამართლოს. ის ჩანაწერები, რომელიც ნამდვილად უნდა არსებობდეს სასამართლოს სხდომის გამოაქვეყნოს და მისცეს მედიას. თუკი ამას სასამართლო არ აკეთებს, ის არა მარტო საჯარო კითხვებს არ სცემს პასუხს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებობს, არამედ შესაძლებელია საკუთარი ქცევით ხელს უწყობდეს სასამართლოს ღიაობის პრინციპის დაცვას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები