17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
პროგრამა -""ბრიტანეთი-საქართველო-ახალი ჰორიზონტი""- ოფიციალურად გამოცხადდა

პროგრამა -""ბრიტანეთი-საქართველო-ახალი ჰორიზონტი""- ოფიციალურად გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება გუშინ, ქართულ-ბრიტანულ სამთავრობო შეხვედრაზე- ""უორდროპის სტრატეგიული დიალოგის"" ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გააკეთა.

პროგრამა 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდს მოიცავს და ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესის და სპორტის მიღწევების დემონსტრირებას მიეძღვნება.

„ურთიერთობები საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საუკეთესო ფორმაშია. თავდაცვას და და უსაფრთხოების საკითხებში თქვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთი ცდილობს გაამყაროს თავის უკანონო ყოფნა რეგიონში. გადამწყვეტია მოსკოვს ამის უფლება არ მიეცეს.  რუსეთმა უნდა დაანგრიოს მავთულხლართები და პატივი სცეს კანონის უზენაესობაზე დამყარებულ საერთაშორიო წესრიგს. საქართველომ დაამტკიცა რომ ამ წესრიგის ნაწილია. არჩევნები აქ თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს ნიშნავს რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება და მოგიწოდებთ ეს გზა გააგრძელოთ. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმის გათავისება, რომ ხელისუფლების გაღიზიანება არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებამოსილებაში შედის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით,“-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა.

დღის ამბები