17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
"წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა" - მოქალაქის მტკიცებით, "ოცნების" დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში სცემა

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში სასტიკად ნაცემი მოქალაქე - ადგილობრივ ხელისუფლებასთან დახმარებისთვის მისულ მაია ქორიძეს, „ქართული ოცნების" დეპუტატი ბადრი შენგელია ფიზიკურად გაუსწორდა.

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ჩახუტების კამპანიის შემდეგ, მოქალაქე საკრებულოში სწორედ მისი პრობლემების მოგვარების თხოვნით მივიდა, თუმცა "ქართული ოცნების" წევრები, ჩახუტების ნაცვლად მუშტიკრივით დახვდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა.

როგორც ქორიძე ამბობს, მას შემდეგ რაც ბადრი შენგელია არ დახვდა კაბინეტში, ის შევიდა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მას აწვდიდა ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით, რა დროსაც კაბინეტში შევიდა ბადრი შენგელიაც. მისივე თქმით დეპუტატს არ ესიამოვნა, რომ პრობლემების შესახებ ის საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრებოდა.

მეძებდიო და მე ვუთხარი გეძებდი მეთქი და ღანიშში რაც ხდება მეთქი ის მინდა განვიხილოთ და მივხედოთ ღანიშს. ის ჩვენი სოფელია და იქიდან აგირჩიეთ. ეს პასუხი იყო ასეთი თქვენ დაშალეთ ეს ქვეყანა, თქვენ გაძარცვეთგაქურდეთ. თქვენ ხართ დამნაშავე. მე ახლა ქურდობას ადამიანი მაბრალებს რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, როცა მე ერთი ჩხირით საქართველოსთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამიტომ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა. ნუგზარ ჯამბურია საკრებულოს ხელმძღვანელი გვაზავებდა თუ არა და არ ვიცი მე  რა სიტუაცია  მოხდებოდა იქ,“-განაცხადა მაია ქორიძემ.

მაია ქორიძეს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 

დღის ამბები