17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
მოსახლეობა 2018 წელს გაისტუმრებს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს არანორმალურად ბევრი ფული და არ ერიდება ამ ფულის საარჩევნო პროცესში გამოყენებას - გრიგოლ ვაშაძე

"ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი" - ეს განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰელსინკში გააკეთა.

რასა იუკნევიჩენე საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აკვირდებოდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რასა იუკნევიჩენემ განცხადება "რუსთავი 2"-თან  გააკეთა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის აკეთებენ სწორ, მყარ არჩევანს და ეუბნებიან უარს ხელისუფლებებს, რომლებიც დროა რომ გაისტუმრონ.

„არ  ვიცი რა დამატებითი კომენტარი სჭირდება ფრაზას, რომ "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი," მაგრამ ვამბობდი, ვამბობ და ვიმეორებ, რომ საქართველოს მოქალაქეს ძალიან საღი, მყარი და დემოკრატიულად გამართული პოზიცია აქვს. 2003 წელს გაისტუმრა ხელისუფლება, რომელიც კორუმპირებული ჩინოვნიკები და მათთან შეზრდილი კრიმინალებით იყო დაკომპლექტებული. 2012 წელს  გაისტუმრა ხელისუფლება, რომლის შეცდომებითაც უკმაყოფილო იყო და რომელიც იყო იდეოლოგიურად მძლავრი და სრული კონტროლის  მფლობელი სახელმწიფო აპარატზე და 2018 წელს გაისტუმრებს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს არანორმალურად ბევრი ფული და რომელიც არ ერიდება ამ ფულის საარჩევნო პროცესში გამოყენებას. წაგებული არ დარჩება არავინ. დემოკრატია არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ყველა ამოცანას რაც არ უნდა იყოს ეს ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური თანასწორობა, პოლიტიკური სამართლიანობა, ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ საზოგადოებაში იქნება სრულფასოვანი და გამართული დემოკრატია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჰელსინკში გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას უსვამს ხაზს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანგელა მერკელის ის განცხადება, რომელშიც კანცლერი საუბრობდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ.

„არჩევნები არის ხელისუფლების შეცვლის და არა შენარჩუნების საშუალება. ამ კონტექსტში  ძალიან მნიშვნელოვანია ანგელა მერკელის გზავნილი. როცა ის აქ იყო, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ და მან ეს გაიმეორა კიდეც გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე. საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ხელშია კონცენტრირებული უდიდესი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინების, მოსყიდვის ყველა მექანიზმი, არჩევნებს მაინც აქვს ძალა, მაინც აქვს შესაძლებლობა და ხალხი მაინც აკეთებს იმას რაც მას სურს,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები