17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე - დაკავებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა

პროკურატურამ სმიტიების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზების შემდეგ, მას ასევე, ბრალი ლორა სმიტის გაუპატიურებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მის მკვლელობაშიც ედება.

დღემდე, მალხაზ კობაური რაიან სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში იყო დადანაშაულებული.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა დანაშაულები, რომელიც რამდენიმე მუხლს მოიცავს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები